საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად,  საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair.

3 დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.

საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და  ორგანიზაცია მონაწილეობდა. გამოფენას 23.000-ზე  მეტი ვიზიტორი ეწვია.