ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით იაპონელი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამოგზაურო გამოცემის “Transit”-ის ჟურნალისტებს უმასპინძლა.
ყველაზე პოპულარული იაპონური გამოცემის ჟურნალისტებმა, საქართველოს რეგიონებში იმოგზაურეს.
მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა, იმერეთი, კახეთი.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები, უმსხვილეს იაპონურ გამოცემა “Transit”-ში განთავსდება.