ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მემორანდუმი “გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობასთან
![](https://gnta.ge/wp-content/uploads/2023/06/WhatsApp-Image-2023-06-23-at-18.51.15-1024x588.jpeg)
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საერთაშორისო გასტრონომიულ გზამკვლევ „გოემიოს“ საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და გო ე მიოს დირექტორმა მია კუპრავამ.
მემორანდუმის მიზანია გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, განვითარება და გასტრონომიული ღონისძიებების დაგეგმვა. ასევე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაცია.
გო ე მიო (Gault & Millau) კულინარიის გზამკვლევია, რომელიც 1965 წელს რესტორნის კრიტიკოსებმა ჰენრი გო-მ Henri Gault და კრისტიან მიო-მ Christian Millau დააარსეს. გზამკვლევი მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, შვეიცარიაში, იაპონიაში და ა.შ. Gault & Millau-ს რესტორნების 20 ქულიანი შეფასების სისტემა აქვს შემუშავებული. Gault & Millau-ის გზამკვლევი ყოველწლიურად გამოიცემა და საუკეთესო რესტორნების, შეფ-მზარეულებისა და სხვადასხვა ქვეყნის კულინარიის შესახებ ინფორმაციას მოიცავს.