ძველ თბილისში სასატუმრო “გრაკო მეტეხი” გაიხსნა. 21–ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო ტურისტებს დღეიდან მიიღებს. “გრაკო მეტეხი” სტუმრებს ბათუმსა და კახეთში სპეციალურ ტურებსაც სთავაზობს. “სასტუმრო გრაკო მეტეხი გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, რომელიც განლაგებულია ძველ თბილისში და ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასიხარულოა იმ ფონზე, როდესაც ტურისტების რაოდენობა იზრდება საქართველოში”. -განაცხადა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.