საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  ბათუმში საერთაშორისო გამოფენაში  EBIT 2023 მიიღებს მონაწილეობას.

2023 წლის 19-21 მაისს საგამოფენო კომპანია Expo Batum-ის ორგანიზებით ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-14 საერთაშორისო გამოფენა – EBIT 2023-ს უმასპინძლებს. გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება და 19 მაისს 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

EBIT 2023-ის მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-14 საერთაშორისო გამოფენში მონაწილეობას იღებს 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება. კერძოდ: ტურისტული კომპანიები, სასტუმროები და რესტორნები, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებლები, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, დაცული ტერიტორიები, ღვინის მწარმოებელი კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, მუნიციპალიტეტები, ტურიზმის დეპარტამენტები და ასოციაციები.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB), ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG, საქართველოს ტელვიზიები და გაზეთები.

—————————————————————————————————————————

საკონტაქტო პირი: Geonet Expo-ს ივენთ მენეჯერი მაგდანა პაქსაძე

+995 597 46 88 56 +995 599 46 88 56 Email: info@geonetexpo.ge

EBIT 2023 გამოფენაში 85-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია, სასტუმრო, რესტორანი, სასტუმრო აღჭურვილობის მომწოდებელი, დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღვინის, სადაზღვევო, სატრანსპორტო კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტი, ასოციაცია და დაცული ტერიტორიების სააგენტო.

გამოფენის ფარგლებში წარდგენილი იქნება ტურისტული პროდუქტები და სერვისები. დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება და მასტერკლასი.

EBIT 2023-ის მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება.

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ), ბათუმის მერია, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB), საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG, საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.

გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში (ლადო ასათიანის ქ. N 27) გაიმართება და 19 მაისს 11 საათზე ოფიციალურად გაიხსნება. დასწრება თავისუფალია.