ჩვენს დროში მიგრაცია ყოველდღიურ და მასშტაბურ ფენომენს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კავკასიის ქვეყნებიდან უამრავი ადამიანი წავიდა ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. XIX საუკუნის დასაწყისში კი ყველაფერი პირიქით იყო: ევროპელები ჩამოდიოდნენ სამხრეთ კავკასიაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ამ დროისათვის, დაპყრობითი ლაშქრობების შედეგად, რუსეთის იმპერიის საზღვრებმა თითქმის წინა კავკასიამდე გადმოიწია. აღნიშნულ პროცესს საფუძველი ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, ეკატერინე დიდის (1729-1796) დროს ჩაეყარა. მისი ბრძანებით, არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდნენ იმპერიის შორეულ რეგიონებში, არამედ ახლად დაპყრობილ ტერიტორიებზე უცხოელთა განსახლებასაც ახორციელებდნენ. 1762-64 წლების ეგრეთ წოდებული მოწვევის მანიფესტებით ჩამოყალიბდა მომავალი კოლონიზაციის სამართლებრივი ჩარჩო, ახალმოსახლეთა უფლებებითა და მოვალეობებით. ასე დაიწყო მიგრანტების – უმთავრესად გერმანელთა – დასახლება რუსეთის იმპერიაში.
გერმანელთა ნაკვალევი სამხრეთ კავკასიაში
Similar Publications