საქართველოს ტურიზმის ეროვნული ეროვნული ადმინისტრაცია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის დაჯილდოვდა
![](https://gnta.ge/wp-content/uploads/2015/03/10408098_800405086676142_2833153602331516363_n-960x588.jpg)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანგარიშის მიხედვით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილად, 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა პასუხი. უპასუხოდ არცერთი შეკითხვა არ დარჩენილა. შესაბამისად ინფორმაციის ხელმისაწვდომა 100%ით არის შეფასებული.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით.