2022 წლის აგვისტოს თვეში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  უკვე მეორედ  პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს.

აგვისტოს თვეში  522,945,221   აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს +26.7% აჭარბებს, (110,158,684  აშშ დოლარი), 2021 წლის აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია  324,158,964  (+163.1%)  აშშ დოლარით.

2022 წლის იანვრი-აგვისტოს თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

იანვრი-აგვისტოს პერიოდში  მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  2,141,568,321  აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აგვისტოს თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია       1,437,776,241 (+204.3%) აშშ დოლარით.