პოპულარული გერმანული სამოგზაურო ჟურნალი “TravelTalk” საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
გამოცემის ჟურნალისტი სვანეთსა და ყაზბეგს აღწერს:
„ სვანეთი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ადგილია. ამ რეგიონში ბუნება პრაქტიკულად ხელშეუხებელია. აქ ნახავთ საოცარ კონტრასტებს, თეთრ მწვერვალებს, მწვანე მდელოებს და ველურ მდინარეებს. სვანეთში მოსახლეობამ საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები შეინარჩუნა.
საქართველოს რეგიონებიდან ძალიან მიმზიდველია ყაზბეგი. განსაკუთრებით ლამაზია მყინვარწვერი, რომელიც კავკასიონის მწვერვალებს შორის სიდიდით მესამეა.