იტალიური წამყვანი ტელეკომპანები Italia Uno და Rai საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ მალე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ერთი თვის წინ იტალიიდან საქართველოს სპორტული/სათხილამურო ბრენდ NORDICA-სა და BAPU Film-ის ჟურნალისტთა და თავისუფალი სტილით მოთხილამურეთა 8 კაციანი ჯგუფი ეწვია. ფოტო და ვიდეო გადაღება გუდაურში გაიმართა. გადაღებული ფოტოები National Geographic-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნდება. საქართველოს შესახებ სტატიები დაიბეჭდება ჟურნალ „Sciare“-ში. სამთოკურორტის გარდა ჟურნალისტები საქართველოს კულტურის, ტურიზმისა და ქალაქების შესახებ რეპორტაჟებს მოამზადებენ.
https://www.youtube.com/watch?v=PF3rVxjaEis