ჯომარდობისა და ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის ფასანაურთან სპეციალური ბანაკი მოეწყო. საჯომარდე ბაზის გახსნას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ბანაკის გახსნის პარალელურად მედიასაშუალებების წარმომადგენელებს შორის მდინარე არაგვზე, ჯომარდობაში შეჯიბრება გაიმართა. საჯომარდე ბაზა არაგვისპირას, ნახევრად ალპურ ზონაში, მდებარეობს. ბანაკი კარვების ქალაქს, ბუნგალო-ბარებს და კვების ობიექტებს მოიცავს. ჯომარდობის გარდა ბანაკის სტუმრებს შეუძლიათ ზიპლაინით დაშვება და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.

https://www.youtube.com/watch?v=isTC18CAZLQ