ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
![](https://gnta.ge/wp-content/uploads/2021/03/mediko-1200x588.png)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია „ITB Berlin“-ის გამოფენაზეა წარმოდგენილი გამოფენა-ბაზრობა პანდემიის გამო წელს ონლაინ ფორმატში იმართება. მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს წელს სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით პარტნიორი ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული.
ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაში 39 ტურისტული კომპანია, სასტუმრო, ტურისტული ასოციაცია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობს: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, Mouzenidis Travel, De Georgio, Caucasus Travel, Travel Door, Elite Travel, Mimino in Caucasus, (Lucky Way) Georgian Travel Group, New Adventure, Local host, Georgica Travel, WST, Visit Georgia, Georgian Dmc, Explore Georgia, Destination Georgia, Meet in Georgia, Chateau Mukhrani, Omnes Tour, Georgian Holidays, Exotour, Travel Shop, Caucasus Adventure Tours, Trekking Georgia, City Hotels, Vaime Travel, Arrival, Adamo Hotel, Discover Georgia, Magic Roads Georgia, GDM, Georgian Discovery Tours, Sairme Resort, Dila +, Marvel Travel, Eco Tourism Association, Concord Travel. გამოფენაზე USAID/Zrda-ს მხარდაჭერით 7 ტურისტული კომპანია მონაწილეობს: Caucasus Travel, Explore Georgia, Exotour, TravelShop, Georgian Holidays, Caucasus Adventure Tours და Trekking Georgia.
გამოფენის ფარგლებში მოეწყო პანელი, სადაც „ITB Berlin”-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატალია ბახტაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მუმლაძე, ექსპლორ ჯორჯიას წარმომადგენელი ნიკა ერქომაიშვილი, აჭარა ჯგუფის წარმომადგენელი ოთარ ბერიშვილი და „ხოხბის ცრემლების“ დამფუძნებელი ჯონ ვურდემანი.
„ITB Berlin“-ის ვირტუალურ გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყანა, ტურიზმის სფეროს 10 ათასზე წარმომადგენელი მონაწილეობს, გამოფენას 160 ათასი ვიზიტორი ჰყავს.
2023 წელს საქართველო ITB ბერლინის გამოფენაზე უკვე მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგება და 1 მილიარდიან აუდიტორიაზე წვდომა ექნება, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში პირდაპირ და არაპირდაპირ არის ჩართული.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tba/1.5/16/2705.png)