ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და ტურიზმით დაინტერესებულთათვის ყოველთვიური ვებინარები „კოვიდ 19 გავლენა ტურიზმზე: საქართველოს და მსოფლიო ტურიზმის ტენდენციები.“დაიწყო.
პირველი ვებინარის პანელისტი საერთაშორისო ექსპერტი Chiara Caiati იყო, რომელმაც Mastercard-ის მიერ საქართველოსთვის შექმნილი სტატისტიკური პლატფორმის გამოყენებით მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.
 ვებინარის ფარგლებში საერთაშორისო ექსპერტმა გაანალიზა საქართველოს ტურისტულ ბაზართან დაკავშირებული საკითხები მათ შორის: ავიამიმოსვლა, ვიზიტორების დანახარჯები და მათი ქცევითი ასპექტები, კმაყოფილობის მაჩვენებლები, ფასები და სხვ. ანალიზის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები
 ვებინარის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ საქართველოში მიმდინარე ტურიზმის სტატისტიკა მიმოიხილა