პუბლიკავია წარმოადგენს სრულყოფილ მეთოდოლოგიურ საფუძველს ტურიზმის სტატისტიკის შეგროვებასა და დამუშავებაზე ყველა ქვეყანაში, მათი სტატისტიკური სისტემების განვითარების დონის მიუხედავად. მისი მთავარი მიზნობრივი სეგმენტი არის ტურიზმის სტატისტიკის შეგროვებაში
ჩართული ეროვნული სტატისტიკური ოფისების და ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციების თანამშრომლები. პუბლიკაცია, ასევე, შეიცავს მდიდარ
ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საინტერესო იყოს მონაცემთა მომხმარებლებისათვის, ვისაც სურს, უკეთ გაიგოს ტურიზმის მონაცემთა არსი. გარდა ამისა, მოცემულია მონაცემთა წყაროებისა და მონაცემთა შეგროვების მეთოდების ზოგადი გზამკვლევი, რომელსაც 2010 წელს დაემატა სახელმძღვანელო მონაცემთა შეგროვების შესახებ.
პუბლიკაცია თარგმნილია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით.