ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს
შიდა ტურიზმის ხელშეწყობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასწავლო კურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ტურისტული სერვისების დანერგვა და განვითარება“ დაიწყო.
ტრენინგი განთავსების ობიექტების წარმომადგენელთათვის ტარდება და
და საქართველოს 15 ქალაქსა და დაბას მოიცავს:
თბილისი, ბათუმი, მესტია, წყალტუბო, გორი, მარნეული, თეთრიწყარო, ონი, ამბროლაური, ოზურგეთი, თიანეთი, ბაკურიანი, სტეფანწმინდა, ახალციხე და ანაკლია.
თითოეულ ქალაქსა და დაბაში სასწავლო კურსი 10 ადამიანს უტარდება.
ერთი თვის განმავლობაში 200-მდე განთავსების ობიექტის მომსახურე პერსონალი გადამზადდება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. წლის ბოლომდე 1500-ზე მეტი ადამიანის გადამზადება იგეგმება.
„ჩვენ ვაგრძელებთ მასშტაბურ სატრენინგო პროგრამას მთელ საქართველოში. ამ სწავლების თემატიკა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების უნარ-ჩვევების გაღრმავება ტურიზმის სექტორში, ჩვენ გადავამზადებთ 200-მდე ადამიანს საქართველოს 15 ქალაქსა და დაბაში. ეს ტრენინგი ისევე როგორც ყველა სხვა სასწავლო პროგრამა არის სრულიად უსასყიდლო ყველა დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის საოჯახო სასტუმროების, ასევე კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.