კვლევის მიზანია იმერეთის რეგიონში კულტურული მემკიდრეობის ტურიზმის განვითარების პრობლემების შესწავლა, მათი გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიება და სამომავლო განვითარების კონცეპტუალური მოდელის შემუშავება.
ამოცანები:
• კვლევითი მეთოდების საფუძველზე რეგიონში არსებული პრობლემების გამოკვლევა და დაფიქსირება,
• რეგიონში არსებული მდგომარეობისა და ტურიზმის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენა,
• პრობლემების მოგვარების გზების ძიება,
• სამომავლო ხედვის შემუშავება და ოპტიმალური მოდელის შეთავაზება;
• მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტის შეთავაზება.
კვლევის ობიექტი: იმერეთის რეგიონი, ქალაქი ქუთაისი და 11 მუნიციპალიტეტი, მათ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, ასევე ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურა.