დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1980 წელს. გავაგრძელე სწავლა ასპირანტურაში ქ. მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკის განყოფილებაში და დასრულებისთანავე დავიცავი დისერტაცია 1984 წელს, საქართველოში უცხოური ტურიზმის თემაზე. იმავე წელს დავბრუნდი უნივერსიტეტში, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრაზე, სადაც ვხელმძღვანელობდი ახლადშექმნილ პროგრამას ტურიზმის სპეციალიზაციით. 1993-1996 ვიყავი საქართველოში აშშ-ს საელჩოს კონსულტანტი ბიზნესის განვითარების საკითხებში, ხოლო 1997-2001 – აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში. 2001 წელს დავამთავრე ჰარვარდის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის სრულყოფის კურსი და გადავედი კერძო ბიზნესში სამუშაოდ. 2016 წელს დავბრუნდი საქართველოში და ამჟამად ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის კათედრის ხელმძღვანელი.
Your browser is out of date. It has security vulnerabilities and may not display all features on this site and other sites.
Please update your browser using one of modern browsers (Google Chrome, Opera, Firefox, IE 10).