ველომარათონი გუდაურში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გუდაურში ველომარათონი გაიმართა, ტურნირში მონაწილეობა 40-მა მოყვარულმა მიიღო. მარათონში ქართველ მრბოლელებთნ ერთად ამერიკელი და უკრაინელი ველომოყვარულებიც მონაწილეობდნენ. მარათონი ახალ ველობილიკზე მოეწყო. გუდაურის შემდეგ 9 აგვისტოს, ბაკურიანში, ველომარათონის მეორე ტური გაიმართება, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცემათ. ველოტურში მონაწილეობისათვის მოყვარულებმა რეგისტრაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაიარეს.