საქართველოს 10 ქალაქსა და დაბაში სასტუმროების თანამშრომლებისთვის ტრენინგები გაიმართა
საქართველოს მასშტაბით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვის შემსწავლელი კურსები საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ჩატარდა. ტრენინგი თბილისის, ლაგოდეხის, გორის, კასპის, უფლისციხეს, ხაშურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ონისა და მესტიის სასტუმროების თანამშრომლებმა გაიარეს. სასწავლო კურსს 120 მსმენელი დაესწრო. ტრენინგი შემდეგ თემებს მოიცავდა: სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვის სისტემის შექმნა, პრობლემური სიტუაციების სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი, ნომრის სისუფთავესთან დაკავშირებული პრობლემების მართვა, კვებისა და სასმელების სფეროსთან დაკავშირებული პრობლემების მართვა და ა.შ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს მომავალშიც გეგმავს.