სალაშქრო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. საკურორტე ადგილ საწირეში, ტყიბულის წყალსაცავთან მოლაშქრეთა ეროვნულმა ფედერაციამ კარვების ბანაკი მოაწყო. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. 4 დღის განმავლობაში ლაშქრობის მოყვარულებმა უამრავ გასართობ და შემეცნებით აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა, გაეცნენ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს. გაიმართა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო შოუები.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი კლუბები:
➤ ქუთაისის მოლაშქრეთა კლუბი “ხომლი”
მოლაშქრე კლუბი “ხომლი”
➤ ქუთაისის მოლაშქრეთა კლუბი “მთანი მაღალნი”
ქუთაისის მოგზაურთა კლუბი “მთანი მაღალნი”
➤ ქუთაისის მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი “თეთნულდი”
მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი “თეთნულდი” Club “Tetnuldi”
➤ მოლაშქრეთა კლუბი “ფენიქსი”
მოლაშქრეთა კლუბი “ფენიქსი” Hiking Club Phoenix
➤ მოლაშქრეთა კლუბი “იეტი”
მოლაშქრეთა კლუბი ” იეტი ” • Hiking Club YETI
➤ ნიკო ჯავახიშვილის კლუბი “ნიკოლო”
Niccolo
➤ თავისუფალ მოლაშქრეთა კლუბი
თავისუფალ მოლაშქრეთა კლუბი / Free Hikers Club
➤ “მწვანე ზებრა”
Green Zebra • მწვანე ზებრა
➤ “მსოფლიოში დაკარგულები”
მსოფლიოში დაკარგულები
➤ სამხატვრო აკადემიის მოლაშქრეთა კლუბი
სამხატვრო აკადემიის მოლაშქრეთა კლუბი
➤ თსუ-ს მოლაშქრეთა კლუბი
თსუ-ს მოლაშქრეთა კლუბი / TSU Hiking Club
➤ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოლაშქრეთა კლუბი
Freeuni & Agruni Hiking Club
➤ კემპინგ კლუბი “ქარავანი”
Camping Club Caravan – კემპინგ კლუბი ქარავანი