Staff’s retraining მომსახურე პერსონალის გადამზადება
Georgian National Tourism Administration (GNTA), on the entire country scale began retraining of public catering facilities’ staff. The first stage of trainings is conducted in Kutaisi. 60 representatives of 20 public catering facilities undergo trainings. Trainings were attended by the Acting Head of the Georgian National Tourism Administration (GNTA) Medea Janiashvili. With the purpose of service quality improvement after Kuataisi will be retrained employees of Zugdidi, Mestia, Bakuriani and Gudauri public catering facilities. After completion of trainings the trainees will pass oral testing and will be awarded respective certificates. Training course includes the following subject matter: ● Rights and obligations of the food block employees (waiters, barmen, etc.);
● Employees’ behaviour, outwear, discipline;
● Shift planning, allocation of the positions and duties;
● Preparation of restaurant for the guests’ hosting (table and tableware arrangement, etc.);
● Service quality control (smile, hosting, seeing off, etc.); Food and beverage menu composition, taking order, offering, service; hot beverages’ kinds and serving;
● Communication between the restaurant and the kitchen;
● Inventory maintenance and inventory making (restaurant and kitchen);
● Planning of supply department work, supplies’ inventory;
● Observance of health and safety norms
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კვების ობიექტების მომსახურე პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრენინგების პირველი ეტაპი ქუთაისში ტარდება. გადამზადებას კვების 20 ობიექტის 60 წარმომადგენელი გადის. ტრეინინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი დაესწრო. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ქუთაისის შემდეგ გადამზადებას ზუგდიდის, მესტიის, ბაკურიანის და გუდაურის კვების და სხვა ტურისტული ობიექტების თანამშრომლები გაივლიან. ტრეინინგების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გაივლიან ზეპირ ტესტირებას და მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას: • კვების ბლოკში მომსახურე თანამშრომლის უფლება მოვალეობები: (მიმტანი, ბარმენი და ა.შ); • თანამშრომლის ქცევა, ჩაცმულობა, დისციპლინა; • ცვლის დაგეგმვა, პოზიციების და დავალებების განაწილება; • რესტორნის მომზადება სტრუმრის მისაღებად.(მაგიდების გაწყობა, ჭურჭლის მოწესრიგება და ა.შ); • მომსახურების ხარისხის კონტროლი (ღიმილი,სტუმრის მიღება, გაცილება და ა.შ); • საკვები და სასმელი მენიუს შემადგენლობა, შეკვეთის მიღება, შეთავაზება,მომსახურება; • ცხელი სასმელების სახეები და მომსახურება (მირთმევა); • კომუნიკაცია რესტორანსა და სამზარეულოს შორის; • ინვენტარის მოვლა და აღწერა. (რესტორანი და სამზარეულო); • მომარაგების განყოფილების მუშაობის დაგეგმერება. მარაგების აღრიცხვა; • ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.