40 ტუროპერატორი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო
საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა ქვეყნებიდან ტუროპერატორთა 40 კაციანი ჯგუფი ეწვია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, აზერბაიჯანიდან, ბალტიისპირებით ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან ჩამოსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები დაათვალიერეს და ტურისტულ მიმართულებებს გაეცნენ. ინფოტურის ფარგლებში ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც ერთობლივი პროექტების პერპექტივები განიხილეს. სტუმრებს გაესაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.