2 მილიონზე მეტი ტურისტული ვიზიტი 6 თვეში- საქართველოში მოგზაურთა რაოდენობა მნიშნელოვნად გაიზარდა
2024 წლის 2 კვარტილის მონაცემებით, საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შდგა, რაც +10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.