2022 წლის იანვარი-მარტის თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარტში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს.
2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174,466,980 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71.3% აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144,924,836 (+490.6%) აშშ დოლარით.
იანვარი-მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393,708,363 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.1% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340,157,176 (+635.2%) აშშ დოლარით.