2015 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა ესტუმრა
საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2015 წლის განმავლობაში 5,897,685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382,126 მოგზაურით მეტია. (+6.9%)
რაც შეეხება ტურისტებს, (ანუ იმ მოგზაურებს, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს ჩვენს ქვეყანამაში) მათი რიცხვი 2,278,562-ია, ზრდა კი 2.2%. ტურისტების წილი მთლიან მოგზაურებში 39%-ია.
2015 წელსაც საქართველოს ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნებიდათ სტუმრობდნენ, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსი (51%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 675% და საუდის არაბეთი – 80%-იანი მატებით. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
ტოპ 10 ქვეყანა
ქვეყანა 2014 2015 ცვლილება ცვლილება %
1 სომხეთი 1,325,635 1,467,454 141,819 11%
2 აზერბაიჯანი 1,283,214 1,392,993 109,779 9%
3 თურქეთი 1,442,695 1,391,379 -51,316 -4%
4 რუსეთი 811,621 925,061 113,440 14%
5 უკრაინა 143,521 141,656 -1,865 -1%
6 ისრაელი 42,385 59,480 17,095 40%
7 პოლონეთი 46,314 43,435 -2,879 -6%
8 გერმანია 33,446 36,820 3,374 10%
9 ყაზახეთი 28,394 36,758 8,364 29%
10 აშშ 28,272 31,143 2,871 10%
ზრდა არის შემოსავლების კუთხითაც. საერთაშორისო ტურიზმიდან 2015 წლის მესამე კვარტალში შემოსავალმა 742 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2014 წლის მესამე კვარტალში 650 მლნ. აშშ დოლარი იყო. ზრდა წინა წლის მესამე კვარტალთან 14.2%-ს შეადგენს.
სამი კვარტლის ჯამში შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 1,5მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1,4 მილიარდს შეადგენდა. ზრდა წინა წელთან შედარებით 8,1%-ით მეტია.
ტურიზმის წილი სერვისის ექსპორტში შეადგენს 62,2%.
„2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. დაახლოებით 382 ათასი ადამიანით მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზაურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დამხარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა. “-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.