გაზრდილი მოთხოვნის გამო სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ტურიზმის სექტორის შესწავლა და შეფასება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო ტურისტული სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის ტურისტული კომპანიების კვლევის ჩატარებას იწყებს. კვლევის მიზანს თბილისში მოქმედი ტურისტული კომპანიების ბაზრის შესწავლა წარმოადგენს.

კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ორგანიზებული მოგზაურობის მახასიათებლებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები თავიანთი საქმიანობის დასაგეგმად.

კვლევის დახმარებით განისაზღვრება მოგზაურების ძირითადი ბაზრები, მონახულებული და პოპულარული ადგილები, შეთავაზებული ტურების ტიპები, მათი რაოდენობადახანგრძლივობა, არსებულიპრობლემებიდასხვა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  ტურისტული კომპანიების კვლევის ფარგლებში მემორანდუმი უნივერსიტეტებსა და პროფესიული სასწავებლებთან 28 დეკემბერს გააფორმა.

მემორანდუმის შესაბამისად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია:

  • უნივერსიტეტებს მისცემს კვლევის შედეგად მიღებულ ბაზაზე წვდომის საშუალებას;
  • კვლევაში ჩართავს უნივერსიტეტის სტუდენტებს;
  • ჩაატარებს კვლევაში მონაწილე სტუდენტებისთვის ტრენინგს კითხვართან და გამოკითხვის სხვა დეტალებთან დაკავშირებით.
  • მიაწოდებს თითოეულ უნივერსიტეტს მათთვის განკუთვნილი ტურისტული კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციას (40-45 ტურისტული კომპანია);
  • მიაწოდებს კითხვარებს;
  • საჭიროების შემთხვევაში მიაწოდებს ოფიციალურ წერილს, რომელიც ადასტურებს რომ კვლევა ტარდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით.

 

უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები:

  • უზრუნველყოფენ მათი სტუდენტების ჩართულობით უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი ტურისტული კომპანიების გამოკითხვას;
  • კვლევის დასრულების შემდეგ შევსებულ კითხვარებს და ბაზას მიაწვდიან ადმინისტრაციას.
  • გამოყოფენ ერთ საკონტაქტო ადამიანს, რომელიც თავის მხრივ კოორდინირებას გაუწევს სტუდენტებს და უშუალოდ კვლევის პროცესს.

 

თანამშრომლობა შედგება შემდეგ თხუთმეტ უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელთან:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  2. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  3. საქართველოს უნივერსიტეტი;
  4. კავკასიის უნივერსიტეტი;
  5. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  6. პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“;
  7. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
  8. საპატრიარქოს წმ. ანდრის პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  9. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი;
  10. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  11. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  12. ევროპის უნივერსიტეტი;
  13. სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
  14. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
  15. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

კვლევის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ასოციაცია ასევე ითანამშრომლებს საქართველოში შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციასთან (GITOA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაციასთან(GTA)-სთან.