„წერილები თბილისს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, 3-11 დეკემბრის ჩათვლით თბილისის ისტორიის მუზეუმში ქარვასლაში გამოფენა „წერილები თბილისს“ იმართება. ღონისძიება თბილისზე მოგონებებს ეძღვნება. პროექტის, მიზანია წერილების სახით დედაქალაქის შესახებ ტურისტთა შთაბეჭდილებების შეგროვება. წერილები თბილისის ისტორიის მუზეუმში დაიდებს ბინას. გამოფენაზე წერილებთან ერთად ტურისტების გამოგზავნილი ფოტოები და წიგნებია წარმოდგენილი.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად თბილისის შესახებ წერილები ოცზე მეტი ქვეყნიდან გამოიგზავნა. მათ შორისაა: უკრაინა, პოლოეთი, ლიტვა, ლატვია, მოლდოვა, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, ამიერიკის შეერთებული შტატები, ფინეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, რუსეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ჩეხეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, და სხვა ქვეყნები.