„ციფრული დღეები საქართველოში“-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ბლოგერებს მასპინძლობს
მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები უკვე საქართველოში არიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლოგერებისა და ინფლუენსერებისათვის პრეს-ტურს მართავს.
დღეიდან 4 ივნისის ჩათვლით „ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ამერიკული პლატფორმა Steller-ის საშუალებით Facebook-ის, Instagram-ის, Youtube-ისა და სხვა სოციალური ქსელების პოპულარული 18 ბლოგერი და ინფლუენსერი საქართველოს სხვადახვა კუთხეს ეწვევა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.
პრეს-ტურის მონაწილეები თბილისს, გუდაურს, სტეფანწმინდას, თრუსოს ხეობას, ქუთაისს, პრომეთეს მღვიმეს, ბათუმს, მესტიას და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილებს დაათვალიერებენ და სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს.
„დღეიდან ვიწყებთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, USAID-ის და პლატფორმა Steller-ის ერთობლივ პროექტს. უკვე ჩამოვიდნენ ბლოგერები და ინფლუენსერები და ჯამში ჩვენ 18 მათგანს ვუმასპინძლებთ. ტურის ფარგლებში ისინი საქართველოს ყველა მხარეს მოინახულებენ, დააგემოვნებენ ქართულ სამზარეულოს, გაეცნობიან ჩვენს ადათ-წესებს. გაეცნობიან სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტს, როგორიცაა სათავგადასავლო, კულტურული და სხვა მიმართულება. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველომ პოზიციონირება გააკეთოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ეს ინფლუენსერების საშუალებით მოახდინოს, რომლებიც უშუალოდ ტურისტული პროდუქტების მომხმარებლები არიან.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
„ციფრული დღეები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში საქართველოს მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან ინფლუენსერები ესტუმრნენ. საქართველო ამერიკელების უმრავლესობისთვის ცნობილი არ არის. ჩვენ ჯორჯიის შტატი გვაქვს და როდესაც ვინმეს ვეუბნები რომ საქართველოში მივდივარ, მპასუხობენ ანუ შენ ატლანტაში მიდიხარ. სწორედ ამ პროქტის მიზანია ამერიკელებმა საქართველო გაიცნონ. ფაქტია, რომ საქართველო ძალიან მრავალფეროვანი, მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რომელიც ძალიან საინტერესო გახდება ამერიკელი მოგზაურებისათვის. ჩვენი მიზანია გავაცნოთ ამერიეკელ მოგზაურებს თუ რატომ უნდა დაინტერესდნენ საქართველოთი და შემდეგ ეწვიაონ თქვენს ქვეყანას.
პროექტის მონაწილე ინფლუენსერებს მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში და ისინი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის უყვარულთა საკმაოდ დიდ ნაწილს საქართველოს გააცნობენ, რომ ეს არის ექსტრაორდიანალური ტურისტული მიმართულება, რომელსაც უნდა ესტუმრო.“- აცხადებს რიჩარდ ბენგი პლატფორმა Steller-ის წარმომადგენელი
ბლოგერებისა და ინფლუენსერების მიმდევართა რაოდენობა სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში.