ჩინეთის უმსხვილესი ტუროპეატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ
ჩინეთის უმსხვილესი ტუროპეატორები საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდნენ. ჩინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლებთან გამართა შეხვედრები. შეთანხმების მიხედვით, ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრების გარდა გიორგი ჩოგოვაძე ჩინეთის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ოფიციალური შეხვედრების პარალელურად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პეკინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას ,,COTTM 2015-“ დაესწრო. გამოფენაზე საქართველოს სტენდთან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, კომპანიებმა: Caucasus Travel, Travel Shop, Silk Way Travel, Liberty Georgia დაესწრნენ. 2 დღიანი გამოფენას 60 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურისტული კომპანია დაესწრო.
https://www.youtube.com/watch?v=gu81RpG1DXk