შეხვედრა სტუდენტებთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძემ სტუდენტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობა გააცნო, ესაუბრა ტურიზმის დარგის მნიშვნელობაზე და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უკვე მესამე წელია ახორციელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წამოწყებულ ინიციატივას – საქართველოს საჯარო უწყებებში საზღვარგარეთ მოსწავლე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამას. სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება, გაეცნონ საქართველოს საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს, ისარგებლონ პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით.