შეხვედრა მსოფლიო ბანკის ოფისში
ტურიზმის სტრატეგიის სამუშაო ვერსია განიხილეს მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მოადგილეები, ადმინისტრაციის სამმართველოების უფროსები, მრჩეველთა საბჭოს წევრები, ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩოგოვაძემ გახსნა. შემდეგ ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, რუსუდან მამაცაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ტურიზმის სტრატეგიის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას გააცნო მიღწეული შედეგები.
3 დეკემბერს, მსოფლიო ბანკის ოფისში, ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით, პირველი გაფართოვებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.