შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერპექტივები
გიორგი ჩოგოვაძემ საქართველოს ტურიზმის გამოწვევებზე მათ შორის შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერპექტივებზე ისაუბრა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით 2016 წლის 12-16 სექტემბერს მართავს საქართველოს ისტორიაში პირველად საერთაშორისო მედია ფორუმს, რომლის მიზანია საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნისა და ლოგისტიკური ცენტრის, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის და ქართველ მეზღვაურთა პოპულარიზაცია.საერთაშორისო საზღვაო მედია ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი და ინოვატორული რეფორმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიისთვის.