საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაბალბიუჯეტიანი ავიაკონპანია Air Arabia-ს წარმომადგენლებს და ყატარის ტუროპერატორებს შეხვდა. საქართველოს ტურისტული მიმართულებების გასაცნობად სპარსეთის ყურიდან საქართველოში 8 კაციანი ჯგუფი ჩამოვიდა. 4 დღის განმავლობაში ჯგუფის წევრებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, გორი, უფლისციხე, ქუთაისი, წყალტუბო და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. ავიაკომპანია Air Arabia-ს ორგანიზებული საინფორმაციო ტურის მიზანი სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა. შარჯა-თბილისი-შარჯას (არაბთა გაერთიანებული საამიეროები) მიმართულებით Air Arabia რეგულარულ ავიარეისებს კვირაში 4 ჯერ ასრულებს.
https://www.youtube.com/watch?v=W97hsF4clwc