ფრანგი მოგზაურის ნიკოლას პერნოტის პრეზენტაცია
ცნობილმა ფრანგმა მოგზაურმა და ფოტოგრაფმა ნიკოლას პერნოტმა მსოფლიო ბანკის თბილისის ოფისში გამოფენა გამართა. ღონისძიებას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და სხვადასხვა ტურისტული კომპანების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ნიკოლას პერტონი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ტურისტულ ადგილებში მოგზაურობს და შთაბეჭდილებებს მკითხველს მის მიერ გამოცემულ წიგნებში უზიარებს. ნიკოლას პერნოტმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის: სვანეთში, რაჭაში, სამცხე-ჯავახეთში, ყაზბეგში, ხევსურეთში, ვაშლოვანის ნაკრძალში და სხვა ადგილებში იმოგზაურა და საქართველოს ტურისტული მარშრუტები ფოტო და ვიდეო კამერაზე ასახა.