“ფიგარო” საქართველოს შესახებ
ფრანგული „ფიგარო“ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გვერდიან სტატიას ამზადებს. საფრანგეთში სიდიდით მეორე გამოცემის ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. პრესტურის ფარგლებში ფრანგმა ჟურნალისტებმა ერთი კვირის განმავლობაში მოინახულეს კახეთი, ყაზბეგი, ბორჯომი, ვარძია, ახალციხე და თბილისი. გაეცნენ ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებს. ჟურნალისტებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა. საქართველოს შესახებ სტატია „ფიგარო“-ში 2017 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდება. „ფიგარო“-ს ტირაჟი საფრანგეთში დაახლოებით 400 ათასს შეადგენს. ხოლო ონლაინგამოცემას თვეში დაახლოებით 31 მილიონი ინტერნეტმომხმარებელი ჰყავს.