ფასდაკლებების კვირეული კახეთში
ფასდაკლებების კვირეულის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის რეგიონში პრეს ტური მოეწყო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად მედიის 30 მდე წარმომადგენელმა ის სასტუმროები დაათვალიერა, რომლებიც ფასდაკლებების კვირეულში ჩაერთნენ.
Discount Week, რომელიც 13 დან 27 თებერვლამდე იმართება, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციას და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ეწყობა. პროექტი მრავალეტაპიანია და საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას მოიცავს.
კახეთის რეგიონში ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია 11 სასტუმრო.
• ,,შატო მერე“
• ,,როიალ ბატონი“
• ,,ამბასადორი“
• ,,ლოპოტა“
• ,,ყვარლის ტბა“
• ,,ძველი თელავი“
• ,,ყვარლის ედემი“
• ,,შალოშვილების მარანი“
• ,,კაბადონი“
• ,,ალაზნის ველი“
• ,,რჩეული მარანი“
აღნიშნული სასტუმროები, ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25 % -იან ან მეტ ფასდაკლებას სთავაზობენ.
ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციის ვებ გვერდზეა განთავსებული.
Discount Week წლის განმავლობაში საქართველოს ყველა ტურისტულ რეგიონს მოიცავს.