ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და თბილისის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით თბილისში ტურიზმის განვითარება და ქალაქის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

https://www.youtube.com/watch?v=j7m-uExizjo&feature=youtu.be