უკრაინული მე-5 საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია მე-5 არხი საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას ამზადებს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს გადაცემა „Непервыйвзгляд 20 წუთი დაეთმობა. ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჩამოვიდნენ. უკრაინული მე-5 არხის წარმომადგენლებისათვის გამართული პრესტურის გარდა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიატურს რუსეთიდანაც უმასპინძლა, რომელშიც პოპულარული ჟურნალ-გაზეთების კორესპონდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მედისაშუალებების წარმომადგენლები თბილისს, მცხეთას, ყაზბეგს სიღნაღს, წინანდალს, ყვარელს, ბორჯომს, საირმეს, წყალტუბოს, მესტიას, უშგულს, ანაკლიას და ბათუმს ესტუმრნენ. ჟურნალისტები ზემო აჭარის ტურისტულ მიმართულებებსაც გაეცნენ. ტურიზმის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტები საქართველოს შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს მოამზადებენ.