ტურისტული გამოფენა ბარსელონაში „EIBTM 2015“
ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე „EIBTM 2015“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად სხვადასხვა ქართული კომპანიები მონაწილეობდნენ: BTL, Georgica Travel, GT Group, Info-Tbilisi Travel, Caucasus Travel, Travel Shop, Georgian Discovery Tours, Visit Georgia, Silk Way Travel, Liberty Georgia, Trawellin, Georgian Events, Concord Travel.
ბარსელონას გამოფენაზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. გამოფენის პარალელურად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 50-მდე უცხოური ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ტუროპერატორები საქართველოში საქმიანი ტურიზმით ( MICE Tourism) დაინტერესდნენ. საქართველოში საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ კი 10-მდე პრეზენტაცია გაიმართა. საქმიანი ტურიზმის განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მომავალი წლიდან საკონვენციო ბიუროს დაარსებას გეგმავს.
„EIBTM 2015“-ს გამოფენას მსოფლიო 85 ქვეყნებიდან ტურისტული ინდუსტრიის 15 ათასზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.