ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდებათ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგს ჩაუტარებს. 5 დღიანი გადამზადების კურსი საქართველოში USAID-ის პროექტის „Zrda“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება. ტრენინგთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე USAID-ის პროექტის ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელს ბრაიან კინგს და ესპანელ ექსპერტს კარმენ ალტესს შეხვდა.
USAID-ის პროექტის „ზრდა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მომზადდა საქართველოში არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრების საქმიანობის შეფასება და რეკომენდაციები, შემუშავდა საინფორმაციო ცენტრების ქსელის განვითარების გეგმა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა“ მიზნად ისახავს საქართველოს შერჩეულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.