ტურიზმის საერთაშორისო დღე
ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პუბლიკაციების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება სასტუმრო ტერასაში გაიმართა, რომელსაც სტუდენტური კონფერენციის „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“ გამარჯვებული სტუდენტები, ტურიზმის სკოლებისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები და დეკანები დაესწრნენ. შეხვედრაზე საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვის წლიური ანგარიშის და კონფერენციის ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია მოეწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად ტურიზმთან დაკავშირებული პუბლიკაციები გადასცა. შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა.