ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრეინინგებს აგრძელებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთოკურორტებზე ტრეინინგებს აგრძელებს. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადამზადება 50-ზე მეტი სასტუმროს მომსახურე პერსონალს უტარდება. პირველადი დახმარების კურსი გუდაურის, ბორჯომისა და ბაკურიანის სასტუმროების წარმომადგენლებმა გაიარეს. სასტუმროების თანაშმრომლებს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სერთიფიკაცები გადასცა. კვირის ბოლომდე კი პირველადი დახმარების კურსს მესტიის სასტუმროების მომსახურე პერსონალი გაივლის.
პირველადი დახმარების კურსის 60% თეორიულ, 40% კი პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
სასწავლო კურსი შემდეგ თემატიკას მოიცავს:
• პირველადი და მეორადი დათვალიერება
• გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ)
• ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (თეორია და პრაქტიკა)
• პდ უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში
• პდ ჭრილობის დროს (დამწვრობის ჩათვლით)
• პდ სისხლდენის შემთხვევაში
• პდ გულის წასვლის და გულყრის დროს
• პდ ზედოზირების შემთხვევაში (ალკოჰოლური და ნარკოტიკული)
• პდ მოწამვლის დროს
• პდ-ის აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს
• პრაქტიკული უნარების გამეორება