ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტური ჰოლანდიიდან
საერთაშორისო მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პრეს-ტურებს აგრძელებს.
ქართული ღვინის, კულტურისა და საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ სატელევიზიო ვიდეო რგოლებისა და დოკუმენტური სერიების გადასაღებად ადმინისტრაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ჰოლანდიიდან საქართველოში 4 კაციან გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა.
ჯგუფის წევრებს შორის იმყოფებოდა ღვინის მაგისტრი პიტერ რიჩარდსი, რომელიც სხვადასხვა გადაცემების ავტორია. ( Wine masters TV, Wine Blast, www.susieandpeter.com; BBC radio და სხვა)
ვიდეო გადაღებები 9 დღის განმავლობაში ძველ თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, თელავში, სიღნაღსა და სამცხე-ჯავახეთში ტარდებოდა.
ტურის მონაწილეებმა დოკუმენტური ფილმისთვის ინტერვიუები მეღვინეებთან ჩაწერეს. პრეს-ტურის შემდეგ მომზადებული ვიდეო რგოლები და დოკუმენტური ფილმის ეპიზოდები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა მედიასაშუალებებით გადაიცემა.