Georgian National Tourism Administration has a new Headტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
On November 24th at the Ministry of economy and sustainable development of Georgia the First deputy minister Dimitri Kumsishvili represented to media representatives Giorgi Chogovadze, a new Head of the Georgian National Tourism Administration. Giorgi Chogovadze’s candidacy was selected for the position of the Head of Georgian National Tourism Administration in the issue of the contest among 31 candidates. Contest commission, besides the governmental agencies, comprised of the NGO representatives engaged in the tourism sphere.
New head of the Georgian National Tourism Administration Giorgi Chogovadze answered the journalists’ questions.
***
Giorgi Chogovadze is ESM graduate and has been conferred degree of the Master of business management and business administration. In 1993-97 he underwent a joint program of Preston University and ESM Tbilisi.
Giorgi Chogovadze’s professional experience in business sector is rich, namely: in 2004-2008 he worked at the Director’s post of the Company “Property Management”, at the same time he is the cofounder of the Company. In 2008-2010 he held the position of the General Manager of “Business Protocol” Ltd, in 2009-2011 he was the Chairman of the events and public relations commission of “International chamber of commerce in Georgia”, in 2012-2014 he was General Manager of “Central Travel” Ltd.
He has published several works and publications, including on development of the tourism sphere.
Giorgi Chogovadze is married; he masters the English and Russian languages.
24 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე წარუდგინა.
გიორგი ჩოგოვაძის კანდიდატურა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსის შედეგად 31 კანდიდატს შორის შეირჩა. საკონკურსო კომისიაში, სამთავრობო უწყებების გარდა, ტურიზმის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შედიოდნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალმა ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
***
გიორგი ჩოგოვაძე ESM-ის კურდამთავრებულია და მინიჭებული აქვს ბიზნესის მართვისა და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება. 1993-97 წლებში გავლილი აქვს პრესტონის უნივერსიტეტის და ESM თბილისის ერთობლივი პროგრამა.
გიორგი ჩოგოვაძეს მდიდარი სამუშაო გამოცდილება აქვს ბიზნესის სექტორში. კერძოდ: 2004-2008 წლებში მუშაობდა კომპანია „ფროფერთი მენეჯმენტის“ დირექტორის თანამდებობაზე, ამასთან, ის კომპანიის თანადამფუძნებელია. 2008-2010 წლებში გიორგი ჩოგოვაძეს შპს „ბიზნეს პროტოკოლის“ გენერალური მენეჯერის პოზიცია ეკავა, 2009-2011 წლებში იყო „საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში“-ს ღონისძიებებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომისიის თავმჯდომარე, 2012-2014 წლებში კი – შპს „ცენტრალ თრეველის“ გენერალური მენეჯერი.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და პუბლიკაცია, მათ შორის ტურისტული სფეროს განვითარების შესახებ.
გიორგი ჩოგოვაძე დაოჯახებულია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.