“ტურიზმის განვითარების პერსპექტივები”
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქუთაისში კონფერენცია გაიმართა: „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.“
კონფერენციაზე წინასწარ შერჩეული 10 ნაშრომი იყო წარმოდგენილი. ღონისძიებას ტურიზმის სფეროს და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კონფერენციაში საპრიზო ადგილები დაიკავეს:
I ადგილი – მარიამტყეშელაშვილი
II ადგილი – ბექა ქასრაშვილი
III ადგილი – ეკა ლეჟავა