ტურიზმის ადმინისტრაციის სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მოინახულა
ბაქოში გამართულ საერთაშირისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე AITF 2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა პირველ ლედისთან ერთად დაათვალიერა. აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც გაესაუბრა. ბაქოს საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს ერთიან საგამოფენო სტენდზე ადმინისტრაციასთან ერთად წარდგენილები იყვნენ: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, შავი ზღვის არენა, კურორტი და სასტუმრო საირმე, ლიბერთი ჯორჯია, ბორჯომი პალასი, ჯორჯია თრეველ არესპი. გამოფენის ფარგლებში კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა ქართული ხელნაკეთი მინანქრის გამოფენა-გაყიდვა. ბაქოს მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე 29 ქვეყნიდან 330 ტურისტული კომპანია და 80 ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.