ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით TRAVEL MEDIA FORUM-ი გაიმართა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშრისო კონფერენციას საქართველოში მსოფლიოს რეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები გააშუქებენ. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ რიგით მეორე TRAVEL MEDIA FORUM-ი ჩაატარა. ჰაფინგთონ პოსტის, ბიზნეს ინსაიდერის, თრეველ პლიუსის, და სხვა ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები კონფერენციასაც დაესწრნენ და ზოგადად საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. მედია ფორუმის ჟურნალისტებს გაეროს მსოფლო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი თალებ რიფაიც შეხვდა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით თრეველ მედია ფორუმი მომდევნო წლებში უფრო მასშტაბური გახდება.
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციის გასაშუქებლად მსოფლიოში ცნობილი და მღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტები მოვიწვიეთ. ისინი გააშუქებენ როგორც თავად კონფერენციას, ასევე გაეცნობიან ზოგადად საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს ტურისტულ პოტენციალს. ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისთვის პირორიტეტულია, და ამ ხმრივ არაერთ პროექტს ვახორციელებთ – აცხადებს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენციას რომელიც პირევლად ჩატარდა 42 ქვეყნის 250 მდე დელეგატი ესწრებოდა.