ტურიზმის ადმინისტრაციამ რაჭაში საფეხმავლო გამყოლებს სერთიფიკატები
ზემო რაჭაში საფეხმავლო გამყოლთა საწყისი კურსი ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში 9 საფეხმავლო ბილიკი გაიარეს და აღრიცხეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი პროექტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დაფინანსებით, საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაციამ ჩაატარა.
კურსი ამბროლაურიდან, ონიდან, უწერიდან, გლოლადან და სევადან 11-მა მონაწილემ გაიარა. დასკვნითი ღონისძიება უწერაში გაიმართა. მონაწილეებს სერტიფიკატები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.