ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიზნები
ტურიზმის სფეროში საქართველოს მიღწევებს ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე გაეცნენ. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ კონფერენციას „ტურიზმისა და მდგრადი განვითარების მიზნები“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. გიორგი ჩოგოვაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა მზარდი დინამიკა და წარმატებული მარკეტინგული კამპანიები გააცნო. საერთაშორისო კონფერენციას CNN-ის ცნობილი წამყვანი რიჩარდ ქვესტი უძღვებოდა.
გენერალური ასამბლეის განმავლობაში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა: ჩინეთის, ყატარის, თურქეთის, ლიტვისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.