ტრენინგი „პირველადი სამედიცინო დახმარება“
მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს აგრძელებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული სასტუმროების თანამშრომლებს სპეციალური სასწავლო კურსი „პირველადი სამედიცინო დახმარება“ ჩაუტარდათ. ტრენინგი როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ თემატიკას მოიცავდა.
6 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით სწავლება შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში გაიმართა: მესტია, გორი, ქუთაისი, წყალტუბო, ონი, ამბროლაური, ლაგოდეხი და თელავი. ჯამში 90 თანამშრომელი გადამზადდა, რომლებსაც ტესტირების საფუძველზე სერტიფიკატები გადაეცათ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტრენინგებს მომავალშიც გეგმავს.